„მსოფლიო ბაზარზე მარიხუანას 1%-იც რომ დავაკმაყოფილოთ, დიდი შემოსავალი იქნება“ – გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის თემას ეკონომიკური სარგებლიანობის კუთხით დადებითად აფასებს და ამბობოს, რომ ბიუჯეტი ამით დიდ სარგებელს ნახავს.

როგორც კაკაურიძემ საპარლამენტო უმცირესობასთან საპარლამენტო შეხვედრაზე აღნიშნა, ყველაფერი დათვლილი და გათვლლილია და მარიხუანას პროდუქციის გამოშვება ზრდადია. „საუბარია ეკონომიკაში დამატებით შემოსავალზე, თუმცა, ეს ძალიან ბევრ დაშვებაზეა დამოკიდებული. კერძოდ, თუ რა ტიპის კანონი იქნება მიღებული, თუ საერთოდ იქნა კანონი მიღებული, რა დაშვებები იქნება კანონით, რამდენი ლიცენზიანტი შეიძლება არსებობდეს, რამდენი ჰექტარი შეიძლება არსებობდეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზებით, დაახლოებით 2025 წლამდე, სამედიცინო მარიხუანას პროდუქციის გამოშვება ორმაგდება და დაახლოებით 25-დან 50 მილიარდ დოლარამდე იზრდება. ეს ის პროგნოზია, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს. კანონპროექტში ბევრი რამ არ წერია, რაც უნდა გაიწეროს. არ წერია ბევრი რიცხვი, რაზეც შემდგომში კონკრეტული გათვლები იქნება დამოკიდებული. როცა არის პროგნოზი და პოტენციალი, რომ ამ მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა ორმაგდება, მისი თუნდაც 1% რომ საქართველომ დააკმაყოფილოს, დიდი შემოსავალი იქნება არა თუ ბიუჯეტში, არამედ ქვეყანაში“, – აღნიშნა ფინანსთან მინისტრის მოადგილემ.

საუბრის დასასრული

მსგავსი თემები