„ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად დადიოდნენ სოხუმის ქუჩებში, თურმე გმირები ყოფილან“ – ჯემალ გამახარია ომის ქრონიკაზე „მედიაცნტრ მთავარში“

„ოფიციალური შეფასებით, აფხაზეთში მოხდა ეთნიკური წმენდა და გენოციდი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა.

გამახარია ომის ქრონოლოგიას იხსენებს და 28 წლის შემდეგ თვლის, რომ ომის აცილება შეუძლებელი იყო:

„დასავლეთის იმჟამინდელი პოზიციის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ამ ომის თავიდან აცილება იყო შეუძლებელი. ერთ მხარეს უნდა თუ არა, საკმარისი არაა ომი აიცილო თავიდან, თუმცა, სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ამ ომის გადადება მაინც იყო შესაძლებელი. ჩვენ დაგვაწყებინეს ეს ომი იმ დროს, როცა ყველზე მეტად არ გვაწყობდა ეს. წინასწარ იყო გათვლილი, რომ საქართველოს უნდა დაეკარგა აფხაზეთი,“ – განაცხადა გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

გამახარია ომის გმირობის მაგალითებს იხსენებს:

„ჩვენთვის ეს იყო ისტორია, მაგრამ ამ ომმა დაგვანახა, რომ ადამაინები, რომლებიც ჩვენთან ერთად დადიოდნენ სოხუმის ქუჩებში, თურმე გმირები ყოფილან, ხალხი, ვინც სიცოცხლე არ დაიშურა საკუთარი სამშობლოსთვის.

„გამარჯვება“, რომელიც მეორე მხარემ მოიპოვა არის ისეთ გამარჯვება, რომელიც აფხაზეთი მიიყვანა რუსეთის მხრიდან ანექსიამდე. დღევანდელი მათი მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე ომის დამთავრების პირველ წლებში იყო.

ეკონომიკა არის დანგრეული, ისინი ვერ უმკლავდებიან ელემენტალურ გამოწვევებსაც კი, რუსეთი ამ ვითარებას იყენებს იმისთვის, რომ აიძულოს აფხაზეთი ხელი მოაწეროს ისეთ დოკუმენტებზე, რომელთა განხორციელება აფხაზეთს იმ ფიქტიური დამოუკიდებლობის დაკარგვამდე მიიყვანს,“ – განაცხადა გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები