“თუ დავინახავთ, რომ სომხური ფაშიზმი ზრდას განაგრძობს, ჩვენ კვლავ გავანადგურებთ მას ყოველგვარი ყოყმანის გარეშე” – ილჰამ ალიევი

სომხური ფაშიზმი განადგურებულია, მაგრამ მისი გამოვლინებები თვალსაჩინოა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელმაც „ხსოვნის დღესთან“ დაკავშირებით აზერბაიჯანელ ხალხს მიმართა.

„ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია, განსაკუთრებით სომხეთის სახელმწიფოსთვის. მე ამას ვამბობ დღეს, „ხსოვნის დღეს“ : თუ დავინახავთ, რომ სომხური ფაშიზმი ზრდას განაგრძობს, თუ დავინახავთ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაჩენილ ახალ საფრთხეს, ჩვენ კვლავ გავანადგურებთ სომხურ ფაშიზმს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. ეს ყველამ უნდა იცოდეს! რკინის მუშტი, ომისა და გამარჯვების სიმბოლო, ჯერ კიდევ არსებობს და ეს ნურავის დაავიწყდება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ალიევმა.

მსგავსი თემები