ხმაური და დაპირისპირება გმირთა მემორიალთან – სავარაუდოდ დაკავებულია ორგანიზაცია “დევნილები დევნილებისთვის” თავმჯდომარე

გმირთა მემორიალთან, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ომში დაღუპულებს პატივს მიაგებენ, ცოტა ხნის წინ, ხმაური და დაპირისპირება იყო.

ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილები დევნილებისთვის” წევრები იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ, რასაც სამართალდამცველებსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

სავარაუდოდ, დააკავეს ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი ტორუა.

მსგავსი თემები