“ქართული ოცნება” ყველაფერზეა წამსვლელი, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს” – ხატია დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ევროკავშირის ოფისთან განვითრებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ მიიღო ყველაფერი, რასაც იმსახურებდა და იმსახურებს საქართველოს მოქალაქეებისგან.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” ყველაფერზეა წამსვლელი, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძე არის ჩვეულებრივად ბიძინა ივანიშვილის მსახური და მას არ ადარდებს საქართველოს ბედი, ქვეყნის მომავალი. ზუსტად ეს ჩანს იმაში, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის წინ „ქართული ოცნების“ მობილიზაცია მოხდა აქტივისტების და იმ ადამიანების, რომელსაც ყველა ვიცნობთ, ე.წ. ზონდერბრიგადები რომ არიან და არ მოერიდათ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების საელჩოს წინ ასეთი მობილიზაციის. შემდეგ უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევდნენ. ამიტომ, ეს არის წარმოუდგენლად მძიმე სახე „ქართული ოცნების“, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად აკეთებენ ყველაფერს, ყველაფერს, მათ შორის, არ ერიდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულებასაც კი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები