პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, 1995 წელს დაბადებული ბ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით
დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,
ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა 1959 წელს დაბადებულ კ.ჩ.- ს, რომელიც
ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად
ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი თემები