“ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი” – კახა კალაძე

ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი, სულით კრიმინალი და სამწუხაროა ის, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით კრიმინალი დღეს გარეთ არის – ეს არის ჩემი შეფასება ამ ფაქტთან დაკავშირებით, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი  კახა კალაძე.

თბილისის მერობის კანდიდატმა არაადეკვატური უწოდა იმ ფაქტს, რომ “ქართულ ოცნებას” ევროკავშირის ოფისთან მომხდარ ინციდენტში ადანაშაულებენ და ნაციონალური მოძრაობის სხვა მსგავს ქმედებებზეც გაამახვილა ყურადღება.

„მათ არაერთი მცდელობა ჰქონდათ და შეგვიძლია მაგალითები მოვიყვანოთ: აჭარაში, ქარელში იყო. ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო და ეს პირველი შემთხვევა და პირველი არჩევნები არ არის, როდესაც ეს, ასე ხდება. დააკვირდით განვლილ წლებსაც. ეს არის ერთნაირი ხელწერა, რასაც ისინი კადრულობენ და მაქსიმალურად ცდილობენ, საარჩევნო გარემო, რომელიც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუ ცალკეულ ფაქტებს არ გამოვყოფთ, ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა აქვს შეხვდეს მოსახლეობას, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია. ეს სიმშვიდეა, რაც ყველაზე ძალიან აწუხებთ ამ ადამიანებს და მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი დესტრუქციით, მოახდინონ სხვადასხვა დაპირისპირებები და შემოიტანონ არეულობა, რასაც ყოველთვის, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში შესაბამის პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძემ ისიც აღნიშნა, რომ ნიკა მეილია “მოძველბიჭო” ელემნტია და უბედურებაა, რომ ის პოლიტიკურ ველზეა წარმოჩენილი.

მსგავსი თემები