დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს და სხვა კოლეგებს შეხვდა

გაეროს 76-ე ასამბლეის ფარგლებში დავით ზალკალიანმა საქართველოს პრიორიტეტები გენერალური ასამბლეის 76-ე სესიასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურ პრეზიდენტს გააცნო. 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და გაერო-ს მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფორმატში აქტიური თანამშრომლობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორგანიზაციის მიზნების განხორციელებაში
დანართების არე

მსგავსი თემები