„დედის გინება გამოსტყუა, უმძიმესია“ – მდინარაძე კობახიძე-მელიას დაპირისპირებაზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ირაკლი კობახიძესა და ნიკანორ მელიას შორის ევროკავშირის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადება გააკეთა. როგორც მდინარაძემ განმარტა, კობახიძე არ იგინება, თუმცა, მელიამ იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ „გამოსტყუა.“

„როგორც ჩანს, ნიკა მელია დღეს ძალიან გააღიზიანა ახალმა კვლევებმა, სადაც კახა კალაძეს კიდევ უფრო გაზრდილი აქვს რეიტინგი და ამ გაღიზიანების ფონზე მას დარჩენია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე პროვოკაციაზე წასვლა. თქვენ წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეს, რომლის გინებაც მე არ გამიგია, დღე და ღამე შტაბში ერთად ვართ, დღე და ღამე ერთად ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ, გამოსტყუა დედის გინება. წარმოიდგინეთ, სადამდე მიიყვანა ეს ძალიან გაწონასწორებული ადამიანი, დედის გინება გამოსტყუა, უმძიმესია” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები