jonson & jonson-ის ვაქცინა საქართველოში ოქტომბრის ბოლოს შემოვა

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ jonson & jonson-ის ვაქცინა საქართველოში ოქტომბრის ბოლოს უნდა შემოვიდეს. 

“ჯონსონის ვაქცინა უნდა შემოვიდეს არაუგვიანესი ოქტომბრის ბოლოს. მაგრამ ეს იმდენად მცირე რაოდენობაა, რომ არამგონია ამან მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ვაქცინაციის პროცესზე.

სულ 50 000 დოზაზეა საუბარი, რაც 50 000 ვაქცინირებულ ადამიანს უდრის, ამ ვაქცინას გააჩნია დიდი კომფორტი, რაც ერთჯერადად ვაქცინირებას გულისხმობს,”- აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

მსგავსი თემები