ბიბილოვი ცხინვალელებს მოუწოდებს რუსეთის დუმის არჩევნებში მონაწილეობისკენ

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რეგიონში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა რუსეთის დუმის არჩევნებში.

როგორც ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი წერს, „სამთავრობო თათბირზე“ ბიბილოვმა „მინისტრთა კაბინეტის წევრებს და უწყებების ხელმძღვანელებს შეახსენა სამხრეთ ოსეთის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში რუსეთის გადამწყვეტი როლის მნიშვნელობა“.

ბიბილოვის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრები რუსეთის თითოეული მოქალაქის ვალია, მივიდეს საარჩევნო უბანზე და ხმა მისცეს, რადგან მადლობა ეთქმით „სტრატეგიული პარტნიორი“ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და რუსებისთვის, რომლებმაც ყველაზე მძიმე პერიოდში გადაარჩინეს. ბიბილოვმა „მინისტრებს“ და „უწყებების ხელმძღვანელებს“ დაავალა, თავიანთ კოლექტივებში ჩაატარონ „ახსნა-განმარტებითი სამუშაო სამხრეთ ოსეთისთვის ამ არჩევნების მნიშვნელობის შესახებ“.

მსგავსი თემები