რჩეულიშვილის მადლობა კალაძის გუნდს

მაია რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა.

„ყველას ვუხდი ბოდიში, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდზე დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა.

ახლა ინვესტორებს გადაეცათ დაზარალებულების საქმე და დარწმუნებული ვარ მერიას ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი კარგად დამთავრდება.

მე ვუხდი უდიდეს ბოდიშს ყველა დაზარალებულს დაგვიანებისთვის და დაგვიანებისთვის ვიჯექი ციხეში“,- ამბობს მაია რჩეულიშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვა. „ცენტრ პოინტის“ 11 წლიანი დავა ოფიციალურად დასრულდა.

ამავდროულად, ცნობილია, რომ ყველა დაზარალებული კუთვნილი ფართით კონკრეტულ ვადებში დაკმაყოფილდება. მაია რჩეულიშვილი, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს.

მსგავსი თემები