“ყელას ვუხდი ბოდიშს” – მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

მაია რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

„ყველას ვუხდი ბოდიში, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდზე დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა.

ახლა ინვესტორებს გადაეცათ დაზარალებულების საქმე და დარწმუნებული ვარ მერიას ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი კარგად დამთავრდება.

მე ვუხდი უდიდეს ბოდიშს ყველა დაზარალებულს დაგვიანებისთვის და დაგვიანებისთვის ვიჯექი ციხეში“,- ამბობს მაია რჩეულიშვილი.

კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა ბიზნესში, რჩეულიშვილი პასუხობს:  „არა, მემგონი არ ვაპირებ დავბრუნდე“.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვა. „ცენტრ პოინტის“ 11 წლიანი დავა ოფიციალურად დასრულდა.

ამავდროულად, ცნობილია, რომ ყველა დაზარალებული კუთვნილი ფართით კონკრეტულ ვადებში დაკმაყოფილდება. მაია რჩეულიშვილი, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს.

ის 2016 წლის ივლისში, „მაგნოლიას“ საქმის ეპიზოდზე დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენჯერმე იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების მცდელობა.

მსგავსი თემები