ჯანდაცვის პანამერიკულმა ორგანიზაციამ წარმოებაში დარღვევების გამო შეაჩერა რუსული ვაქცინის, Sputnik-V-ის დამტკიცება

  •  

კორონავირუსის საწინააღმდეგო, რუსული წარმოების ვაქცინის, Sputnik V-ის დამტკიცება მისი მწარმოებელი ფაბრიკის ხელახალ შემოწმებამდე შეჩერდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) – იუწყება ორგანიზაციის პანამერიკული დანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილე, ჟარბას ბარბოსა.

“ვაქცინების შემქმნელებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ადგილები, სადაც მათ აწარმოებენ, პასუხობს წარმოების საჭირო სტანდარტებს. რაც ეხება ვაქცინა Sputnik V-ის სასწრაფო წესით გამოყენების დამტკიცების პროცესს, ის შეჩერებულია, რადგან შემოწმებისას ამ ვაქცინის წარმოებაში მონაწილე ერთ-ერთ ფაბრიკაში არ აღმოჩნდა წარმოებისთვის საჭირო პრაქტიკების შესრულების თანხმობა” – ამბობს ბარბოსა.

ჯანდაცვის პანამერიკული ორგანიზაცია წარმოადგენს საერთაშორისო სააგენტოს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, რომელსაც არ აქვს წამლების დამტკიცების უფლებამოსილება, თუმცა გამოდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის რანგში.

მსგავსი თემები