ქარელში დაშავებული “მთავარი არხის” ოპერატორი კლინიკიდან გაწერეს

ქარელში დაშავებული “მთავარი არხის” ოპერატორი, ლევან აბლოთია “ნიუ ჰოსპიტალიდან” ცოტა ხნის წინ გაწერეს. “მთავარი არხის” ჟურნალისტის ინფორმაციით, ოპერატორი “ქართული ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. მმართველი პარტიის ოფისში კი ამბობენ, რომ ურთიერთშელაპარაკების დროს, ოპერატორი შემთხვევით გადავარდა.

“აივანზე ვიყავით, ესენი შიგნით იყვნენ, შუქიც ჩააქრეს და შემდგომ უკვე, როდესაც მე და ბექა სტენდაფს ვწერდით, გამოვარდა 4 თუ 5 ადამიანი. ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი წინიდან და ვარიდებდი თავს. უკან-უკან მივდიოდი, იმიტომ, რომ მინდოდა დისტანცია მქონოდა იმ აგრესორ ადამიანსა და ჩემს შორის, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა უკან და ამ ჭიდაობაში, ხელის კვრაში მე წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი,” – განაცხადა ლევან აბლოთიამ.

შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა ტექნიკის დაზიანების გამო არ არსებობს. გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები