სასულიერო პირების ფარულ მიყურადებაზე დეკანოზი განცხადებას აკეთებს

ფარული ჩანაწერების ფაილებთან დაკავშირებით, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ძალიან ცუდია თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ისე ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები “იქმნება” და არა უბრალოდ შუქდება.  ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება. ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ“ – ასე ეხმიანება ანდრია ჯაღმაიძე გავრცელებულ ფაილებს.

შეგახსენებთ, რომ ფარული მიყურადების ფაილები დღეს გავრცელდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, ის სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა. ფაილებში თითქმის ყველა სასულიერო პირი ფიგურირებს. ჩამოთვლილ გვარებს შორის პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ჟურნალისტებიც არიან.  დოკუმენტში საუბარია მიტროპოლიტებზე, მათ საყვარლებზე, ლუგარის ლაბორატორიიდან მასალებს რუსეთში გადაგზავნაზე და სხვა ქმედებებზე.

მსგავსი თემები