სტუდენტებში ვაქცინაცია ყველაზე დაბალია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სტუდენტებში ვაქცინაციის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია.

„ყველაზე დაბალი აცრის მაჩვენებელი გვაქვს სტუდენტებში. 138 000-მდე სტუდენტია საქართველოში, აქედან ორჯერადად აცრილთა საშუალო მაჩვენებელი არის 17%, რაც დაბალია. მოვუწოდებ სტუდენტებს, თუ გვინდა, რომ დასწრებული სწავლება იყოს, იაქტიურონ და მივცეთ მაგალითი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე შეფასებით, დღევანდელი მაჩვენებლებით, სტუდენტების 9.5%-ს კორონავირუსი გადატანილი აქვს.

მსგავსი თემები