სპეციალური ჩვენებების მქონე  12-დან 16 წლამდე  მოზარდები აიცრებიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯანო  რეკომენდაციას იძლევა, რომ 12-დან 16 წლამდე ასაკის მხოლოდ ის მოზარდები აიცრან, რომლებსაც შესაბამისი ჩვენებები გააჩნიათ.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს რეკომენდაცია, რომ აცრას არა ყველა ბავშვი, 12-დან 16 წლამდე, არამედ შერჩევითად, შესაბამისი ჩვენებებით. ავწონ-დავწონით, როგორ აკეთებენ სხვადასხვა ქვეყანაში. ამაზე მიმოხილვებია გაკეთებული ჩვენთან, რა რეკომენდაცია აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რა რეკომენდაცია აქვს ევროპის მედიკამენტების სააგენტოს და იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტილება ამის შესაბამისად მიიღებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა „ფაიზერით“ ვაქცინაციის ასაკის დაწევაზე: „ფაიზერი“ ყველაზე დიდად ადმინისტრირებადი ვაქცინაა ქვეყანაში. 750 ათასამდე დოზა უკვე გამოყენებულია. ამდენივე კიდევ გვაქვს და ვმუშაობთ „ფაიზერის“ დოზების კიდევ მოპოვებაზე. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ 750 000 დოზა რაც არის, სწრაფად იქნას ათვისებული”.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ მოზარდების 12 წლიდან ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი თემები