ყველაზე დიდი ძარცვა ერაყში ქართველების მონაწილეობით – მოპარულია 3 მილიონამდე დოლარი და კილოობით ოქრო

ერაყში ბიზნესმენი გაძარცვეს. საუბარია მასშტაბურ და ყველაზე დიდ ძარცვაზე, რომელშიც ქართველი მონაწილეობდა. კერძოდ, ერაყელი ბიზნესმენის სახლიდან 2 მილიონ 600 000 დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო გაიტანეს.

როგორც ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, ძარცვაში 4 ადამიანი მონაწილეობდა. ორმა ძარცვა დაგეგმა, დანარჩენი ორი კი უშუალოდ ქმედების მონაწილე იყო. ჯგუფი კი ერაყში 31 აგვისტოს ჩავიდა.

ერთ-ერთი მძარცველი ქალია, რომელიც ბიზნესმენის ოჯახში დამლაგებლად  მუშაობდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, სწორედ ქართველმა დამლაგებელმა გაუღო კარი დანარჩენებს და სახლში შეიყვანა.

მძარცველებმა ძარცვის შემდეგ ერაყი დატოვეს, თუმცა, მანამდე, ნაქურდალი ერთ-ერთ საიმედო ადგილას დააბინავეს. მათ ფულისა და ოქროს წაღება ვერ რ შეძლეს. პოლიციამ ნაქურდალის დიდ ნაწილი ამოიღო და დააბრუნა. მათივე ინფორმაციით, ეყარელი ბიზნესმენის სახლში მომუშავე დამლაგებელი ქალი თურქეთში გაიქცა და 20 000 დოლარი წაიღო.

მსგავსი თემები