„რატომ ესხმიან თავს პატრიარქს, ეკლესიას, ჯარს, პოლიციას…“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველაზე მაღალრეიტინგულ, ავტორიტეტულ პირებს თუ ინსტიტუტებს თავს იმიტომ ესხმიან, რომ კარგად იციან, მშვიდობიან სიტუაციაში გამორიცხულია მათი ხელისუფლებაში დაბრუნება.

მისივე შეფასებით, გარყვნილი პროპაგანდისტური მანქანა ყველა ინსტიტუტს შეეხო.

„ჩვენი ოპონენტები  პირდაპირ რაღაც აპოკალიპტურ სურათს ქმნიან ყოველდღიურად ტელევიზიის მეშვეობით. თავს ესხმიან ყველა ინსტიტუტს, ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტს, როგორიცაა პოლიცია, ჯარი, სასამართლო, ყველაფერი… არც ერთი წმინდა ადგილი არ დატოვეს მათი ეს გარყვნილი პროპაგანდისტული მანქანა რომ არ შეეხო, მაგრამ ხალხი ბრძენია და ძალიან კარგად არჩევს თეთრს და შავს, ტყუილს და სიმართლეს“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, კეთილდღეობა.

„ერთ წრეზე ვტრიალებთ, რა თქმა უნდა, ბევრს ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მალე დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. აი სწორედ ეს გვჭირდება, რომ ჩვენი მოსახლეობა წელში გაიმართოს, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, მშვიდობა გვქონდეს და რაც მთავარია, ქვეყანა გავაერთიანოთ.  თეორიული შანსიც კი დაკარგეს და ერთადერთი გზა მათი, ჰიპოთეტურად ვთქვათ, ხელისუფლებაში დაბრუნების არის სწორედ არეულობა და რაღაც დესტრუქცია და რევოლუცია, არეულობის შემოტანა“ – აცხადებს ღარიბაშვილი.

მსგავსი თემები