ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებული თბილისობის კვირეულის ფარგლებში, 16 ოქტომბერს, 18:30 საათზე, გიორგი ვარსიმაშვილისა და ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ერთობლივი ფოტოგამოფენა გაიმართება.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში წარმოდგენილი იქნება სურათები თბილისზე. ერთი მხრივ თბილისის უცნობი ადგილების: სადარბაზოების, ბინების, მიტოვებული სასტუმროებისა და საპატიმროების, დარბაზების, ასევე უნიკალური არქიტექტურული ძეგლების ფოტოგამოფენა, ხოლო მეორეს მხრივ კონცეფტუალურ-არტისტული ხედვა თბილისის პეიზაჟებზე.
ფოტოგამოფენის პარალელურად გაიმართება დები აბაშიძეებისა და მარი გოლეთიანის საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტი, რომელზეც შესრულდება თბილისური მელოდიები.
დასწრება თავისუფალია.