ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები იყოს, 48.6% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 27.1% კი “ნაციონალურ მოძრაობას” – “ქართული ოცნების” კვლევა

“ქართულმა ოცნებამ” სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 

საველე სამუშაოები 4-8 სექტემბერს ჩატარდა, კვლევის ფარგლებში კი 2975 რესპონდენტი გამოიკითხა, საიდანაც ფავორიტი პარტია 83.8%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3%.

კვლევის შედეგები, მამუკა მდინარაძემ წარადგინა:

კითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას? – ხმები ასე გადანაწილდა:

“ქართული ოცნება” – 48.6%.

“ნაციონალური მოძრაობა” – 27.1%.

პარტია “საქართველოსთვის” – 5.8%.

“გირჩი-მეტი თავისუფლება” – 3.4%.

“მოქალაქეები” – 2.6%.

“პატრიოტთა ალიანსი” – 2.4%.

“მესამე ძალა” – 2.3%.

“ლელო” – 2.3%.

“ლეიბორისტული პარტია” – 1.2%.

“გირჩი”- 1.1%.

“ევროპული საქართველო” – 1.1%

სხვა – 2.1%.

მსგავსი თემები