საქართველოში კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 795 პაციენტი

  •  

საქართველოში კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 795 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 225 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 047, „პისიარ“ ტესტით – 15 178.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,61%, ბოლო 14 დღის – 8,27%, ბოლო შვიდი დღის – 7,42%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 575 210  შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 534 559 გამოჯანმრთელდა, 8 089 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 433 296 აცრა, დღიურად აცრილია 24 325.

კარანტინის რეჟიმშია 84, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 327 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 918 პირი.

9 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 427 პაციენტი.

მსგავსი თემები