მატლიანი ტყლაპი დახლიდან აიღეს – პროდუქტის გაფუჭების მიზეზი კონსერვანტებს არგამოყენებაა 

მედიაცენტრ მთავარის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რეაგირება მოჰყვა და ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის დახლიდან მოხსნეს პროდუქტი – ტყლაპი, რომლის შეძენისას მომხმარებელმა ზედ მატლები აღმოაჩინა.

როგორც სავაჭრო ცენტრში აცხადებენ, მიღებისას ყოველთვის ამოწმებენ პროდუქტს და მიმწოდებელს ხარისხის სერთიფიკატს სთხოვენ. ხშირ შემთხვევაში კი, ტრადიციული ქართული პროდუქტების გაფუჭების მიზეზი ის არის, რომ ქართველი მწარმოებლები არ იყენებენ კონსერვანტებს.

როგორც თავად მომხმარებელმა გვითხრა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იყო დარღვეული პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული ვადები, მაგრამ თავად პროდუქტი გაფუჭებული აღმოჩნდა.

“თვითონ მომწოდებლებს ხარისხის სერტიფიკატს ვთხოვთ და შემდეგ დახლზე მუდმივად ვამოწმებთ ვადიანობას. ქართულ პროდუქტებს ხშირად ახასიათებთ ეს პრობლემა, რაც გამოწვეულია იმით რომ კონსერვანტებს არ მოიხმარენ. თუმცა ეს არ ამართლებს რა თქმა უნდა მომხდარს. უდიდეს ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ. ეს პროდუქტი მთლიანად მოიხსნა დახლიდან”, – განუცხადეს მომხმარებელს “აგროჰაბში“.

 

მსგავსი თემები