„ორსულების აცრა სავალდებულო უნდა იყოს“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ჯანდაცვის ექსპერტის,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის დევი ტაბიძის განცხადებით, ორსულების ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს. აღნიშნული განცხადება ექსპერტმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.      

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ ორსულების აცრა უნდა იყოს არც მეტი, არც ნაკლები, სავალდებულო. ყველა გინეკოლოგმა უნდა გაითვალისწინოს ეს. ყველა ორსული უნდა იყოს აცრილი, რადგან, 2 ადამიანის სიცოცხლეს დავიცავთ – ორსულის და მუცლად მყოფი ნაყოფის“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

ექსპერტი ე.წ. ანტივაქსერებსაც მიმართავს და მოუწოდებს, ფეხმძიმეების მიმართ მაინც ნუ იქნებიან ასეთი სასტიკები.

„ახლა ახალი ანტივაქსერული განცხადებაა, რომ ეს ვაქცინა ნაყოფზე გადადის, თუმცა, პლაცენტარული ბარიერი არ ატარებს ამ ვაქცინას და ნაყოფი პრაქტიკულად ჯანმრთელია. მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ ყველა ორსული უნდა აიცრას. ასევე, უნდა აიცრან ის ქალები, ვინც ორსულობას აპირებენ. მათაც მინდა მივმართო, 300 და 500 კაციან ქორწილებს ძალიან კარგად იხდიან, რაც აბსოლუტურად არანორმალური ქმედებაა, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ჯერ ამ პირველს ნაწილს მივხედოთ და ავიცრათ“, – განაცხადა ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები