მოსახლეობას არ სურს “ნაციონალური მოძრაობა”, მაგრამ შემცირებულია “ოცნების” მიმართ მხარდაჭერაც 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი​ აცხადებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი რადიკალურად ნეგატიურად არის განწყობილი ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, თუმცა, ასევე შემცირებულია მოსახლეობის მხარდაჭერა “ქართული ოცნების” მიმართ.

როგორც გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ​​წლებთან ერთად, მოსახლეობაში იმატა ინდიფერენტულმა განწყობამ მოსახლეობამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ. ეს ჩანს სოციოლოგიური კვლევებითაც, სადაც, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ ან არ წავა არჩევნებზე, ან არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას.

“სოციოლოგია კარგად ვიცი, ვასწავლი უნივერსიტეტში. რასაც მე გეუბნებით, ეს არის ფართო დაკვირვებისა და ანალიზის შედეგი. კვლევა არ არის მხოლოდ სოციოლოგიური გამოკითხვა, ეს გულისხმობს მოსახლეობასთან შეხვედრას, ანალიზს… მთელი აგვისტოს განმავლობაში დაახლოებით 20 მუნიციპალიტეტში ვიყავი. რასაც მე ვამბობ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რადიკალურად ნეგატიურად არის განწყობილი “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, ეს ეყრდნობა ამ ანალიზს”, – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები