კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 918 თბილისში გამოვლინდა, 414 იმერეთში, 242 კახეთში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 29 449 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 571 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 668 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.73%, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 449 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 313 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 236 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 571 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 570 493-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.69% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.69%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 668 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 527 337.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 977 პირი ემსხვერპლა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამავე მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 571 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარა – 224, იმერეთი – 414, ქვემო ქართლი – 195, შიდა ქართლი – 172, გურია – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 204, კახეთი – 242, მცხეთა-მთიანეთი – 49, სამცხე-ჯავახეთი – 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 153 საიდანაც 6 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 808, აჭარაში – 732, იმერეთში – 1 077. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 512 პირი, მათ შორის, თბილისში – 654, აჭარაში – 152, იმერეთში – 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი, მათგან თბილისში – 226, აჭარაში – 34, იმერეთში – 29.

2 072 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 032 – თბილისში, 631 – აჭარაში. 2 661 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.​ საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 86 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 79, ხოლო აჭარაში – 7. სულ 6 ოქტომბრიდან – 7 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 134 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 159 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 997 პირი, აჭარაში – 4 045, იმერეთში – 3 218.

მსგავსი თემები