„უმადურობის გარდა მავნებლობა და უსინდისობაა“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით გარდაცვალებულთა მაჩვენებლის გამო კრიტიკას უმადურობად და უსინდისობად აფასებს. როგორც ინფექციონისტი აცხადებს, ჯანდაცვის სისტემამ უმკაცრეს გამოწვევას გაუძლო.

„გვსაყვედურობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია.  აბა როგორ გინდათ, დღეში 6 ათასი ახალი პაციენტი იყოს და კიდევ არ გადავიტვირთოთ ისე ვიმუშაოთ? გადავიტვირთეთ და გავუძელით. კრიტიკა გარდაცვალების მაჩვენებელთან დაკავშირებით უმადურობის გარდა მავნებლობა და უსინდისობაა.

როგორც ცერცვაძე განმარტავს, არც ერთი ადამიანი სამედიცინო დახმარების გარეშე არ დარჩენილა.

„ყველა ინფიცირებულის 2.07%-ია მსოფლიოში გარდაცვლილი მაშინ, როდესაც ჩვენთან ასეთია 1.38%. თითოეული ადამიანის დაკარგვა ჩვენთვის ტრაგედიაა, მაგრამ უფრო მეტი ტრაგედია ხდება უმეტეს ქვეყნებში და ნიშნის მოგებით, ჩასაფრებული პოზიციით საუბარი არ შეიძლება. ყოვლად მიუღებელია ის პოზიცია, რომელსაც ზოგიერთი ანგაჟირებული, ჩასაფრებული და ქართველთმოძულე ადამიანი ჩადის“ – აცხადებს ცერცვაძე.

მსგავსი თემები