ვარჯიშებიდან დაითხოვენ ბავშვებს, ვინც სკოლაში ცუდად სწავლობს – ზაზა ფაჩულიას აკადემია

ზაზა ფაჩულიას აკადემია განცხადებას ავრცელებს, სადაც ბავშვებს მოუწოდებენ სკოლაში მაღალ ნიშნებზე ისწავლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში დათხოვნილნი იქნებიან ვარჯიშებიდან ნიშნების გამოსწორებამდე.

“ჩვენი აკადემიის ბავშვების საკეთილდღეოდ, ყველა ბავშვისგან მოვითხოვთ სკოლის ნიშნებს. ის, ვისაც სემესტრული საერთო ნიშანი 7-ზე დაბალი ექნება, დათხოვილი იქნება ვარჯიშებიდან და აეკრძალება თამაშებზე დასწრება ნიშნების გამოსწორებამდე. აკადემია ზრუნავს ჩვენი ბავშვების განათლებაზე და მიიჩნევს, რომ ისინი არა მხოლოდ კალათბურთით უნდა ქმნიდნენ საკუთარ მომავალს”, – ნათქვამია აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები