AstraZeneca-ს კოვიდვაქცინის ტექნოლოგიამ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა კიბოს სამკურნალო ექსპერიმენტულ ვაქცინაში

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინის ავტორები ამავე ტექნოლოგიის გამოყენებით კიბოს სამკურნალო ვაქცინის შექმნას ცდილობენ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები იმედისმომცემია.

ოქსფორდის ჯენერის ინსტიტუტისა და ლუდვიგის კიბოს კვლევების ინსტიტუტის მკვლევრებმა, COVID-19-ის ვაქცინის ტექნოლოგიის გამოყენებით, კიბოს სამკურნალო ორდოზიანი ვაქცინა შექმნეს. ამის შესახებ მეცნიერები Journal for ImmunoTherapy of Cancer-ში გამოქვეყნებულ კვლევაში იუწყებიან. ამ ვაქცინის ადამიანებზე ცდების დაწყება წელსვე იგეგმება, რადგან თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა სიმსივნის ზომაში შემცირება და გადარჩენის მაჩვენებლის გაუმჯობესება აჩვენა.

ვაქცინების კვლევები პანდემიის გარიჟრაჟზე საკმაოდ დაწინაურდა, რადგან მეცნიერები და მთავრობები იმაზე სწრაფად მუშაობდნენ, ვიდრე ოდესმე; გარდა ამისა, კორონავირუსის ვაქცინის შექმნის კვლევებს ძალიან დიდი რესურსები და დაფინანსება ჰქონდა. კრიზისმა აჩვენა, რომ ისეთმა ტექნოლოგიებმა, როგორიც არის ინფორმაციული რნმ, რომელიც იქამდე არასოდეს იყო გამოყენებული საბაზრო პროდუქტში, დიდი წარმატება გამოავლინა და ასევე აჩვენა პოტენციალი სხვა დაავადებების, მაგალითად, კიბოს სამკურნალოდ. ამასობაში, მკვლევრები კიბოს მკურნალობის სხვა მოწინავე საშუალებებზეც მუშაობენ, რომლებშიც კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისათვის იმუნურ სისტემას იყენებენ.

ოქსფორდის ვაქცინა ორივე ამ მიღწევით სარგებლობას ცდილობს. ვაქცინის ერთ დოზაში იყენებს COVID-19-ის ვექტორს, რომელსაც გადააქვს გენეტიკური კოდი და შემდეგ სხეულს პროვოცირებას უწევს, რომ მიზანში ამოიღოს მრავალი სხვადასხვა ტიპის კიბოს უჯრედთა ზედაპირზე წარმოდგენილი ცილები. ვაქცინის ამ ტექნოლოგიამ აჩვენა, რომ გამომუშავდება საკმაოდ ძლიერი T-ლიმფოციტური პასუხი, რაც კიბოსთან ბრძოლისთვის არის საჭირო.

„ვაქცინის ამ პლატფორმას აქვს პოტენციალი, რომ რევოლუცია მოახდინოს კიბოს მკურნალობაში“, — ამბობს ჯენერის ინსტიტუტის დირექტორი ადრიან ჰილი.

ცდების ადრეულ ფაზაში ფილტვის კიბოს დიაგნოზის მქონე 80 პაციენტი ჩაერთვება.

მსგავსი თემები