თქვა თუ არა საქართველომ AstraZeneka-ს ნაჩუქარ ვაქცინებზე უარი – ღარიბაშვილი ბრალდებას პასუხობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არ არის საინტერესო და პრობლემური საკითხი საქართველოს მხრიდან AstraZeneka-ს ნაჩუქარ ვაქცინებზე უარის თქმა. ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც “ევროპული საქართველოს” დეპუტატის, გიორგი კანდელაკის გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა.

“რატომ არის ეგ საინტერესო და რატომ არის ეგ პრობლემური. საქართველომ და ჩვენ შემოვიტანეთ საკმარისზე მეტი ვაქცინები, ყველანაირი ვაქცინები გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით “პფაიზერი” მილიონი დოზა გვაქვს კიდევ, “სინოვაკი”, რომელიც “სინოფარმის” – სინოფარმი 1 მლნ მაქვს შეკვეთილი და ვმუშაობთ, 2 მლნ “პფაიზერზე”. “ასტრაზენეკა” შემოვიტანეთ, მაგრამ როგორც მეუბნებიან ჩვენი ექიმები და ეპიდემიოლოგები, ნაკლებად პრიორიტეტული იყო… ქვეყანაში რომ არ იყოს ვაქცინები და ჩვენ მაშინ გვეთქვა უარი, ეს იქნებოდა პირდაპირ დანაშაული… ჩვენი სუვერენული არჩევანი, ჩვენს მოსახლეობას რაც უნდა, რა ვაქცინებიც უნდა, ის ვაქცინები უნდა შემოვიტანოთ”, – თქვა პრემიერმა.

მსგავსი თემები