დიმიტრი ხუნდაძე სოფელ ფრეზეთისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით სოფელ ფრეზეთს შესაძლოა, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს.

აღნიშნული ინიციატივა მაჟორიტარმა დეპუტატმა, დღეს რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე დააყენა, რომელიც მცხეთაში ჩატარდა.

ხუნდაძის განცხადებით, სოფელი ფრეზეთი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მისაღებად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მიღების შედეგად ის ყველა იმ სარგებელს მიიღებს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

“იცით, რომ სოფელში ჩასახლებულები არიან იძულებით გადაადგილებული პირები, შესაბამისად, დევნილი მოსახლეობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი კრიტერიუმი, კერძოდ დემოგრაფია ფრეზეთში მაღალ მაჩვენებლად ითვლება, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ვერ ღებულობს“, – აცხადებს დეპუტატი.

დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას სთხოვა, აღნიშნული საკითხი „მთის ეროვნულ საბჭოში“ დააყენოს.
კომიტეტის თავჯდომარე კი დაჰპირდა, რომ საბჭოში აღნიშნული ინიციატივის რეკომენდატორი იქნება

დღევანდელი მონაცემებით, სტატუსს 1729 დასახლება ატარებს.

მსგავსი თემები