„ბახმაროში წამოკოტრიალებამდე მათი კოვიდ- გენოციდური პოლიტიკის შედეგად დაღუპულ თუნდაც ერთი ადამიანის ოჯახს მაინც თუ მიუსამძიმრა?“ – შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტზე

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ბახმაროში ისვენებს:

“ბახმაროს თავზე ! ბებიაჩემი აგრაფინას მრავალჯერ ნაქები ბახმარო, პირველად ამოვედი“ – ამ წარწერით სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა.

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვლი, ზურაბიშვილის პოსტს პასუხობს:

„ბახმაროში წამოკოტრიალებამდე მათი კოვიდ-გენოციდური პოლიტიკის შედეგად დაღუპულ თუნდაც ერთი ადამიანის ოჯახს მაინც თუ მიუსამძიმრა? მეტი არაა ჩემი მტერი,“ – წერს ნათელაშვილი.

მსგავსი თემები