მოძრავი ვაქცინაციის პუნქტები თბილისის 3 რაიონში წარმატებით ფუნქციონირებს

ხალხმრავლობა იყო დღეს ვარკეთილში და სადგურის მოედანზეც. მოქალაქეები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, “ფაიზერის” და “სინოვაკის” ვაქცინით იცრებიან. მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას კი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აკვირდებიან. ავტობუსში განთავსებულია ყველა საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა, რაც აცრილებისთვის, პირველადი დახმარებისთვის შეიძლება გახდეს საჭირო. 

მოძრავი ვაქცინაციის პუნქტები თბილისის 3 რაიონში წარმატებით ფუნქციონირებს. ამაზე სპეციალისტების განცხადებით, აცრის მსურველთა რაოდენობის ყოველდღიური ზრდა მეტყველებს. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მობილური ვაქცინაციის ავტობუსების რაოდენობა გაიზრდება და დედაქალაქთან ერთად, რეგიონებში, ყველა დიდ ქალაქში განთავსდება.

მსგავსი თემები