„ძალიან ბევრ კანონდამრღვევს ჰყავს „კრიშა“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცნეტრ მთავარში“ (ვიდეო)

„წარმოუდგენელია ამდენი დალუქვის შემდეგ, ადამიანები ისევ ბედავდნენ კანონის დარღვევას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, “რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც რეგულაციებს არღვევენ გარკვეული მფარველები ჰყავთ:

„ძალიან ბევრ კანონდამრღვევს ჰყავს ე. წ – „კრიშა“, წინააღმდეგ შემთხვევში, ესენი ვერ გაბედავდნენ ამდენი დალუქვის შემდეგ ბიზნესის ისე წარმართვას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოების უსაფრთხოებას, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ერთ საათიან შეზღუდვას არ ვეთანხმები, ჩვენ შეგვიძლია, სხვა შეთავაზებები გავუკეთოთ რესტორნებს, ასევე ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას, რათა სწორად ვმართოთ ბიზნესი,“ -განაცხადა ბურჯანაძემ „მედიცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები