“ლხინის სუფრა ჭირის სუფრად არ აქციოთ” – შოთა ბურჯანაძე “მედიაცენტრ მთავარში”

„რესტორანი დღეს, არ არის ქეიფის, დროსტარების და ლხინის ადგილი, დღეს რესტორანი არის სადილის ადგილი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძე ამბობს, რომ  ემიჯნება 100 – 200 კაციანი წვეულებების გადახდას, მისივე თქმით რეგულაციების დაცვით რესტორნები უნდა იყოს მწვანე ზონა:

„წარმოუდგენელია იმ ხალხის ქმედება, რომლებიც უკვეთავენ მრავალკაციან ქორწილებს, ეს მიუღებელია და ამას ჩვენ ვემიჯნებით, დღეს პრობლემაა ისა, რომ ზოგი ვერ აცნობიერებს, რომ საქორწინო კაბის გარეშეც შეიძლება ქორწინება, ასევე მიუღებელია ღამის კლუბების მუშაობა, ეს არის ამ ეტაპზე კრიმინალი.

რეგულაციებით, „რესტორატორთა ასოციაცია“ ცდილობდა, რომ ემუშავა, ისე, რომ ეს ადგილები მწვანე ზონად დარჩენილიყო.

სამწუხაროდ ჩვენ ხშირად ვხვდებით რესტორნებს, სადაც რეგულაციების დარღვევა ჩვეულებრივი მოვლენაა, სახელმწიფომ უნდა აამუშაოს ყველა ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შეძლებს დარღვევების თავიდან აცილებას.

ნუ ვაქცევთ ლხინის სუფრებს, ჭირის სუფრებად“ – განაცხადა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები