„ანტივაქსერობა თქვენთვის შეინახეთ“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოღალატეებს უწოდებს ყველას, ვინც ორსულს ეტყვის, რომ არ უნდა აიცრას.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ამტივაქსერები ექიმებშიც არიან, რაც ყველას აზარალებს.

„ექიმები პანდემიის პერიოდში მაგალითი უნდა ვიყოთ ყველაფერში. ქვეყანაში მომუშავე ექიმების 66%-ია აცრილი. ძალიან მწყინს, რომ ჩემს კოლეგებში ანტივაქსერები არიან. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო. ზოგიერთი სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურობს. მათ კიდევ ერთხელ მინდა მივმართო და მოვუწოდო, თითოეული ადამიანი თავის შეხედულებებში თავისუფალია, მაგრამ, როცა ქვეყანაში პანდემია და ეპიდემიაა, როცა იცი, რომ ეს ვირუსი ნამდვილად კლავს ადამიანებს, სამწუხაროდ, ვიცით, რომ 1000 ინფიცირებულიდან 10-15, ხანდახან 20 შეიძლება დაიღუპოს. ვიცით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის პრევენციული აცრა. ამ დროს, როგორ შეიძლება ადამიანებს მოვუწოდოთ, რომ არ აიცრან. ქვეყნის და საზოგადოების მოღალატე იქნება, ვინც ორსულს ეტყვის, რომ არ აიცრან“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ყველა ორსულს მიმართა, ვაქცინაციის კუთხით იაქტიურონ.

„მოვუწოდებ ყველა ორსულს, მიბრძანდნენ და „ფაიზერით“ აიცრან. ვაქცინა საკმარისია, არავითარი გართულება არ იქნება. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, მეან-გინეკოლიგებს. რაც მეტი ორსული იქნება საქართველოში და მეტი ბავშვი გაჩნდება, კარგია“ – განარტავს გამყრელიძე.

მსგავსი თემები