ჩოხატაურში “რომპეტროლის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ჩოხატაურში “რომპეტროლის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა დღის 3 საათზე მოხდა. გამოძიებისთვის უცნობმა ორმა პირმა, ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს, თანხის ჯიბიდან ამოღება აიძულა და მიიმალა.

თავდამსხმელები ცივი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. თანხის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა.

მსგავსი თემები