ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც მათ დაკავების პერიოდში უკვე მოხდილი აქვთ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების – ვაჟა გიგაურის, სულიკო საყევარაშვილისა და გიორგი სახელაშვილის პროცესი დასრულდა.

მოსამართლემ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, რომლებიც ბრალდებულებმა უკვე მოიხადეს. სწორედ დღეს გავიდა მათი დაკავებიდან ექვსი თვე.

ბრალდებულების ოჯახის წევრები, რომლებიც სასამართლოს ეზოში იყვნენ შეკრებილები, გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ.

მსგავსი თემები