განიხილება თუ არა არჩევნების გადადება – „ცესკოში“ კითხვას პასუხობენ

საკითხის შესახებ განსხვავებული პოზიცია აქვს ცესკოს თავმდჯომარეს, არჩევნები ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება და ამ ეტაპზე, ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, კენჭისყრის გადადების ან შეჩერების აუცილებლობა არ არსებობს.

გიორგი კალანდარაშვილის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის 63 ათას წევს, ვაქცინაციის რეკომენდაციით მიმართავს.

კალანდარიშვილი ასევე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც საარჩევნო უბანზე წარმომადგენლობა ეყოლება, კენჭისყრის დღეს, ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალურად უზრუნველყონ მათი ვაქცინაცია.

გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს გუშინდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებაც ისაუბრა. იზოლაციაში მყოფ პირებს, ცხელ ხაზზე, შესაბამისი შეტყობინების დაფიქსირების შემთხვევაში, ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ გადასატანი საარჩევნო სერვისით.

ამასთან, ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ყოველკვირეული ტესტირება დაიწყება, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, საუბნო კომისიის წევრების გადამზადება ტესტირების გარეშე არ მოხდება.

მსგავსი თემები