ვინ არის 24 წლის ბიჭი, რომელიც ჩხოროწყუში სისხლიან გარჩევას ემსხვერპლა

სისხლიანი გარჩევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტ სოფელ ნაფიჩხუში-ხანწკის უბანში მეზობლებს შორის მოხდა. მოკლულია 24 წლის ახალგაზრდა.

მეზობლების ინფორმაციით, ამირან მორგოშიას სასიკვდილო ჭრილობები გვიან ღამით მიაყენეს. ასევე დაჭრილია მისი ძმაც, მურთაზ მორგოშია, რომელიც ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.

ამავე ცნობით,ბრალდებული მოკლულის მეზობელია. მკვლელობამდე კი ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რაც შემდგომ სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. პოლიციამ დაჭრილი უკვე გამოჰკითხა, ცხედარს კი ექსპერტიზა ჩაუტარდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.სამართალდამცველები მკვლელობაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ.

მსგავსი თემები