“საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო, ჩვენი პროგნოზით, ქვეყანაში კორონავირუსის 7-დან 8 ათასამდე ახალი შემთხვევა გვექნებოდა” – ამირან გამყრელიძე

გასულ კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო, ჩვენი პროგნოზით, ქვეყანაში კორონავირუსის 7-დან 8 ათასამდე ახალი შემთხვევა გვექნებოდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ, ძალიან დაბალი პროცენტით სტაბილიზირდება, ბოლო ოთხი დღეა, აღარ იზრდება, ეს რაღაც დამაიმედებელია.

„წინა შაბათს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო, იცით, როგორი კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარეს ამისთვის, ის, რომ არ მიგვეღო, დღეს ჩვენი პროგნოზით უნდა გვქონოდა 7-დან 8 ათასამდე ახალი შემთხვევა ქვეყანაში. დღეს გვაქვს 5 900, ესეც სამშაბათის სინდრომია, კვირას იყო 2 ათასზე მეტი, ტესტების რაოდენობა ნაკლები, გუშინ 47 ათასი ტესტს ფონზე გვქონდა 5 900, ხვალ დიდი ალბათობით, ჩვენი პროგნოზით, დარწმუნებული ვარ, ხვალ-ზეგ ეს ისევ ქვემოთ წამოვა. დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ, ძალიან დაბალი პროცენტით სტაბილიზირდება, ბოლო ოთხი დღეა, აღარ იზრდება, ტენდენცია ზრდისა აღარ არის, ეს რაღაც დამაიმედებელია იმისა, რომ იქნებ გადავდივართ ამ პიკს და მერე წამოვალთ ქვემოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ტრანსპორტის აღდგენა დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე.

მსგავსი თემები