“ახლა რასაც ვუყურებ, ჯანდაცვის სექტორი რა ზეწოლის ქვეშ არის” – ამირან გამყრელიძე

ჩვენ ყოველთვის უფრო რადიკალური ვართ, -ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვას, ითხოვდნენ თუ არა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მედიკოსები ეპიდვითარების გამო, რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზომების განკაცრების მხრივ უფრო რადიკალურია, თუმცა, საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას დაბალანსებულად იღებს.

„ამ თემაზე არა ტელევიზიით, არამედ საკორდინაციო საბჭოზე ვსაუბრობ. პოლიტიკოსი არ ვარ, რომ გარეთ იმის შესახებ ვისაუბრო, რაზეც იქ ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უფრო რადიკალური ვართ. ახლა რასაც ვუყურებ, ჯანდაცვის სექტორი რა ზეწოლის ქვეშ არის, რა მდგომარეობაში არიან ჩემი კოლეგები სამედიცინო დაწესებულებებში, მათ უზარმაზარი მადლობა ეკუთვნით. ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში საშინელი ზეწოლისა და ტვირთის ქვეშ არიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უფრო რადიკალური ვართ, მაგრამ ამავე დროს, იმიტომ არის საკორდინაცოო საბჭო, რომ იქ არის ეკონომიკა, ფინანსები, სხვადასხვა სექტორები და ამიტომ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები