ახალი შეზღუდვები, რომლებიც დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო

დღეს საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იმსჯელა და გარკვეული შეზღუდვების გადაწყვეტილებაც მიიღო.

პირველი გადაწყვეტილება კვების ობიექტებს ეხება. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან კვების ობიექტების მუშაობის დროები იზღუდება. მათთთვის მუშაობა დასაშვები იქნება 22:00 საათამდე.

ამასთან, ხვალიდან ყველა სპორტული ღონისძიება მაყურებლის გარეშე გაიმართება.

“მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, 2 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი საქართველოს და კოსოვოს ეროვნლი ნაკრების საფეხბურთო მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე, იგივე მოხდება ყველა სხვა  დაშვებულ სპორტულ ღონისძიებებზე”,- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

რაც შეეხება არჩევნების ჩატარებას. გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ცესკო-სთან, რათა არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაიმართოს.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 924 ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან დადებითობის დღიური მაჩვენებელი  12.53%-ია.

მსგავსი თემები