ისრაელმა საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების სიიდან ამოიღო

ისრაელმა საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი წერს.

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი“ ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ“ ქვეყნებში გადაიყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). ეს გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის 1-ლი სექტემბრიდან“, – წერს რან გიდორი.

მსგავსი თემები