ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 1 010 096​ აცრაა ჩატარებული, 23 აგვისტოს აიცრა 30 067 პირი

24 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 010 096​ აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 23 აგვისტოს აიცრა 30 067 პირი.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 777 პაციენტი, გარდაიცვალა 60 ინფიცირებული.

მსგავსი თემები