უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 30 წლის თავს აღნიშნავს

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 30 წლის თავს აღნიშნავს. ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.

საზეიმო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით ორი დღის წინ დაიწყო და დღეს დასრულდება. კიევში სამხედრო აღლუმი გაიმართება, ჩატარდება ორი კონცერტიც.

მუსიკალურ ნაწარმოებს იტალიელი ტენორი ანდრეა ბოჩელი შეასრულებს. საზეიმო ღონისძიებები ცენტრალურ არხებზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

მსგავსი თემები