კოვიდრეგულაციების გამო 20-მდე დაწესებულება დაილუქა

კოვიდ რეგულაციების დარღვევის 35 ფაქტი ბოლო 3 კვირის განმავლობაში – მონაცემებს შრომის ინსპექცია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მასობრივი თავშეყრის ღონისძიებების გამო, რომელიც აკრძალულია, დაილუქა 20-მდე დაწესებულება.

ამ ფაქტს წინ უძღოდა ობიექტების მიმართ რამდენიმე გაფრთხილება. აქვე შეგახსენებთ ჯარიმის ოდენობასაც – ეს თანხა იურიდიული პირისთვის 10 ათასი ლარი; ფიზიკურისთვის კი 2 000-ია. გამკაცრებული მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები