“რეგიონებში ველოდებით აღმავალ ტალღას” – ჯანდაცვის მინისტრი კახეთში საველე ჰოსპიტლის გახსნას არ გამორიცხავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის მინისტრი, ამ წუთებში, წინანდალში კლინიკურ სექტორს ხვდებიან. ეკატერინე ტიკარაძე თავად ეცნობა მდგომარეობას, თუ რამდენად არის გადატვირთული კლინიკები რეგიონში და იქნება თუ არა საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა კახეთში.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თბილისსა და აჭარაში ინფექციის გავრცელების გარკვეული სტაბილიზაციაა, თუმცა სხვა რეგიონებში ეკატერინე ტიკარაძე შემთხვევების აღმავალი ტალღის სახით მატებას ვარაუდობს.

“დღესდღეობით, ჩვენ ვაკვირდებით თბილისსა და აჭარაში ინფექციის მატების გარკვეულ სტაბილიზაციას, თუმცა არსებული მონაცემებით, სხვა რეგიონებში ჩვენ ველოდებით აღმავალ ტალღას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორი იყოს მაქსიმალურად გაძლიერებული იმ რეგიონებში, სადაც აღმავალი ტალღაა მოსალოდნელი და ასეთი გახლავთ კახეთი. საჭიროების შემთხვევაში, კახეთშიც განვიხილავთ დროებით დაყოვნების სივრცის მოწყობას, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას, დედაქალაქში მსგავსი სახის ინფრასტრუქტურა გაიმართა ქავთარაძის ქუჩაზეც და მსგავსი დაგეგმვა მიმდინარეობს რეგიონულ ჭრილშიც,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები