კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 942 თბილისში, 368 აჭარაში, 316 კი იმერეთში დადასტურდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 2 354 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 942 შემთხვევა, აჭარა – 368, იმერეთი – 316, ქვემო ქართლი – 108, შიდა ქართლი – 108, გურია – 64, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 156, კახეთი – 166, მცხეთა-მთიანეთი – 33, სამცხე-ჯავახეთი -75, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 753 საიდანაც: 7 400 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 204, აჭარაში – 970, იმერეთში – 1 133.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 557 პირი, მათ შორის, თბილისში – 632, აჭარაში – 149, იმერეთში – 349. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი,  მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 29, იმერეთში – 37.

3 346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 557 – თბილისში, 1 193 – აჭარაში. 46 007 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 125 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 118, ხოლო აჭარაში – შვიდი.

სულ 6 ოქტომბრიდან – 22 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 100 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 323 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 29 313, პირი, აჭარაში – 6 137, იმერეთში – 4 824.

მსგავსი თემები